ანონისი

20 თებერვალი 2020

 

 

21 თებერვალს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სასკოლო სპორტული კლუბების კონკურსში გამარჯვებული ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების და დირექტორების დაჯილდოება.

პროექტი ხორციელდება, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს, ფორმალური და არაფორმალური სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მოსწავლეების მასობრივ ჩართულობას ფიზიკურ აქტივობებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. ასევე, სასწავლო პროცესის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის მიხედვით დაგეგმვასა და წარმართვაში.

გამარჯვებულ სასკოლო სპორტული კლუბების ხელმძღვანელებსა (მასწავლებლები) და დირექტორებს, სერტიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილდოებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.