ანონსი

09 მარტი 2020

 

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიურ აკადემიასთან ერთად კვლავ აქტიურადაა ჩართული სპორტის ადმინისტრატორების, მწვრთნელების, სტუდენტებისა და მოხალისეების ტრენინგებში ოლიმპიური მოძრაობის მრავალფეროვან თემატიკაზე.

ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაახლა სპორტის ადმინისტრატორთა სახელმძღვანელო, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა თანამედროვე სპორტული და ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებზე. 

გასული წლის მსგავსად  სეოკ-ი  ეროვნულ ოლიმპიურ აკადემიასთან (პრეზიდენტი ლელა აფციაური) ერთად  პარასკევს, 13 მარტს 10:00 საათზე (მაჩაბლის ქ.№11) უმასპინძლებს სპორტის ადმინისტრატორთა სემინარს.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარის მონაწილეებს ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ სეოკ-ის სპორტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები. განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: ოლიმპიური მოძრაობა, სპორტული ორგანიზაციების მმართველობა, სპორტული მედიცინა, სპორტსმენთა კვება, ადამიანური რესურსები და სხვა.

სემინარის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა  სერტიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია  სეოკ-ის ელ-ფოსტაზე - info@geonoc.org.ge

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე : 599 19 51 66 / 599 58 00 01