ანონსი
22 ივნისი 2020
23 ივნისს, 12 საათზე ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის ქ. №11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
2020 წლის 23 ივნისის სხდომის
დღის წესრიგი
1. კოვიდ-19-ით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების საკითხები.
2. სეოკ-ის 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ.
3. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსის- ,,მოგზაურობა ოლიმპეთში" შესახებ.
4. სხვადასხვა.
აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ 13:00 საათზე სეოკ-ის ეზოში ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა ღონისძიება :
● ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით ფულადი ჯილდო გადაეცემათ ვეტერან ოლიმპიურ ჩემპიონებს.
● ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონთა მონაწილეობით სპეციალური სერთიფიკატით, სამახსოვრო საჩუქრებით და ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნებით -„ოლიმპიური ორტომეული" და „მოგზაურობა ოლიმპეთში" დაჯილდოვდებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი კონკურსში - „მოგზაურობა ოლიმპეთში" გამარჯვებულები, ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდებიან სპორტულ ვიქტორინაში გამარჯვებულები.



