ანონსი

21 ივლისი 2020

 

 

22 ივლისს, 14:00 საათზე სეოკ-ისა  და სპორტსმენთა კომისიის ორგანიზებით ქ. ბორჯომში სასტუმრო ,,ოლიმპში" (რუსთაველის ქ. №101 ა) ტარდება საგანმანათლებლო-საინფორმაციო  სემინარი „სპორტსმენი365".

სემინარის პერიოდში სპორტსმენები  მოისმენენ საინტერესო ინფორმაციას და პრეზენტაციებს მათი უფლებების, წარმატებული ასპარეზობის, მომავალი კარიერული დაგეგმვის, მენტალური და ფიზიკური სიძლიერის საკითხებზე, სრულ წარმოდგენას მიიღებენ გარიგებული თამაშების უარყოფით მხარეებსა და საფრთხეებზე.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად არის გაშუქებული სოკ-ის სასწავლო-საინფორმაციო ონლაინ  პლატფორმაზე „სპორტსმენი365", რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო სპორტსმენთა შორის.  აღნიშნული პლატფორმა მოიცავს მრავალფეროვან ინფორმაციას ოლიმპიზმის ძირითად ღირებულებებზე, სპორტსმენთა წარმატებულ მზადებასა და ასპარეზობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო სემინარის მიზანია სპორტსმენების უზრუნველყოფა აუცილებელი მასალით, ცოდნის გაღრმავება, სპორტსმენის წარმომადგენლობისა და ჩართულობის მნიშვნელობის აღიარება და მათი შეხედულებების გათვალისწინება.

სემინარის პერიოდში  ასევე განიხილება კოვიდ-19 პანდემიის მიერ შექმნილი სირთულეები და მათი დაძლევის გზები, მომავალი ოლიმპიადისთვის მზადების საკითხები, დოპინგთან დაკავშირებული თემები  და სხვა.

 

საკონტაქტო პირი : თეონა ომანაძე ტელ: 599 58 00 01