მედიის საყურადღებოდ!

19 აგვისტო 2020

 

 

11 სექტემბერს, 12 საათზე  სასტუმრო ,,სტამბაში" ( თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა №14) გაიმართება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია.

მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ აკრედიტაციისთვის მომწეროთ შემდეგი ინფორმაცია - სახელი, გვარი, მედია ორგანიზაციის სახელწოდება, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი  ელექტრონული ფოსტის მისამართზე - teo.geonoc@gmail.com

აკრედიტაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 სექტემბერი.

საანგარიშო-საარჩევნო სესიაზე დაიშვებიან მხოლოდ მედიის  აკრედიტირებული წარმომადგენლები, რომლებსაც სააკრედიტაციო ბარათებთან ერთად თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კოვიდ-19-ის გათვალისწინებით, სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიის  ჩატარების დროს მაქსიმალური სიზუსტით იქნება დაცული შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციები და რჩევები.

 

საკონტაქტო პირი : თეონა ომანაძე ტელ: 599 58 00 01