სეოკ-ის განცხადება
07 სექტემბერი 2020
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართება 2020 წლის 11 სექტემბერს სასტუმრო "სტამბის" რუფტოპში (თბილისი, კოსტავას ქ. #14, მე-5 სართული). დასაწყისი 12:00 საათზე (რეგისტრაცია 11:00 საათიდან).
კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესაბამისად, შენობაში შესვლისას სესიის ყველა მონაწილეს ჩაუტარდება თერმო-სკრინინგი და ხელების დეზინფექცია. აუცილებელია პირბადის ტარება.
სესიის ჩატარების არეალში (რუფტოპი) დაიშვებიან მხოლოდ დელეგატები, მოწვეული სტუმრები და სესიაზე აკრედიტებული ჟურნალისტები.
საანგარიშო-საარჩევნო სესია ტარდება ღია სივრცეში.
გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.