მედია - აკრედიტაცია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (პეკინი, 4-20 თებერვალი)
15 იანვარი 2021
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იწყებს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედია-აკრედიტაციის მსურველთა წინასწარი განაცხადების მიღებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კვოტის ფარგლებში.
გთხოვთ, ელ-ფოსტაზე info@geonoc.org.ge მოგვაწოდოთ შესაბამისი მედია ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საფოსტო კოდი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჟურნალისტის მივლინებაზე.
სააკრედიტაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 5 თებერვალი.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით სეოკ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს - ტელ: 599 58 00 01