სპორტის მენეჯმენტის კურსები

09 მარტი 2021

 

 

2021 წლის 16 აპრილიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით გეგმავს სპორტის მენეჯმენტის კურსების განახლებას.

 

 მონაწილეობის ძირითადი მოთხოვნები:

·    საქმიანობა სეოკ-ის მიერ აღიარებულ ზაფხულის ან ზამთრის სპორტის ეროვნულ ფედერაციაში

·    ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)

·    საკმარისი თავისუფალი დრო სემინარებში მონაწილეობისა და დისტანციური სწავლებისთვის

·    სპორტულ ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებისა და პოზიტიური ცვლილებების დანერგვის სურვილი

 

შენიშვნასაჭიროების შემთხვევაში პროგრამაში მონაწილეობის მსურველები წინასწარ გასაუბრებას/კონსულტაციებს გაივლიან პროგრამის დირექტორთან.

 

სპორტის მენეჯმენტის  კურსებში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ორგანიზაციის დასახელება, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო  ნომერი) შემდეგ ელ.ფოსტაზე -info@geonoc.org.ge

 

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 26 მარტი.

 

რას წარმოადგენს სპორტის მენეჯმენტის კურსები?

სპორტის მენეჯმენტის კურსები   საშუალებას აძლევს  სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამშრომლებს და მოხალისეებს აიმაღლონ კვალიფიკაცია მენეჯმენტის საკითხებზე და შეისწავლონ სპორტული ორგანიზაციების მართვის (MOSO)  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალა, რომელიც 2020 წელს განახლდა სოკ-ის მიერ.

 

რას მოიცავს კურსები?

 სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს  6 თემას:

·    ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვა

·    სტრატეგიული მართვა

·    ადამიანური რესურსების მართვა

·    ფინანსური მართვა

·    მარკეტინგი

·    მნიშნელოვანი სპორტული ღონისძიების ორგანიზება

 

კურსი მოიცავს თითოეულ თავის ზოგად პრეზენტაციას და დისკუსიას, დარჩენილი დრო კი დაეთმობა დისტანციურ სწავლებას, რომელიც გულისხმობსოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის"-(„Managing Olympic Sport Organizations-MOSO") სახელმძღვანელოში განხილული თემების   გაცნობას და წერილობითი ანგარიშის მომზადებას. კურსს წარუძღვებიან სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, ექსპერტები და კურატორები.

 

რა როლს თამაშობს MOSO სახელმძღვანელო კურსის ორგანიზებაში?

ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" -(„Managing Olympic Sport Organizations") სახელმძღვანელო, წარმოადგენს არსებით სასწავლო წყაროს. წიგნში წარმოდგენილი მასალა მოძიებულია  მსოფლიოს ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციებიდან და წარმოადგენს მენეჯმენტის  თეორიული და პრაქტიკული მაგალითების ბალანსს.

წიგნის გამოყენებით, მონაწილემ უნდა შეძლოს განსაზღვრათუ რა არის მიზანშეწონილი მისი ორგანიზაციისთვის და გამოიყენოს ინფორმაცია  მისი ორგანიზაციის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

 

რა მოეთხოვებათ მონაწილეებს?

სპორტის  მენეჯმენტის კურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

 

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპეციალისტებიეროვნული ფედერაციები და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ოლიმპიური სპორტის განვითარებაზე.

მონაწილეები კურსის პერიოდში შეძლებენ გამოცდილების გაზიარებას, ასევე წერილობითი ანგარიშისა და პრეზენტაციების სრულყოფილად მომზადებასა და წარდგენას.

 

ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების ანაზღაურებადი ან მოხალისე მენეჯერები.

მონაწილეებს უნდა გააჩნდეთ სრული მხარდაჭერა ხელმძღვანელებისგან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი აკმაყოფილებენ კურსის მოთხოვნებს.

6-თავიანი მოდულის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შეაფასონ კურსის ზეგავლენა საკუთარ თავზე და მათ ორგანიზაციებზე, წარადგინონ ანგარიში კონკრეტულ თემებზე, რომელიც განხილული იქნება პროგრამის დირექტორის, კურატორებისა და სპორტის სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

 კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიმონაწილეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის სერიფიკატს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, რომელიც გაიცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.