ანონსი
18 მარტი 2021
19 მარტს, 11:30 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის ქ.№11) გაიმართება პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის (ჰელსინკი, 1952 წელი) დავით ციმაკურიძის შესახებ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.
ასევე 19 მარტს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
აღმასკომის 2021 წლის 19 მარტის სხდომის
დღის წესრიგი
1. 2021-2024 წლებში სეოკ-ის სესიებსა და აღმასკომის სხდომებზე განსახილველი საკითხების, ჩასატარებელი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების გეგმის დამტკიცების შესახებ.
2. სეოკ-ის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ.
3. 2025 წელს ბაკურიანში გასამართ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებული საკითხები.
4. ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტის მ.გიორგობიანის ინფორმაცია ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (2022 წლის თებერვალი) და ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში (2021 წლის დეკემბერი) მონაწილეობისთვის მზადების მიმდინარეობის შესახებ.
5. კოვიდ-19-ის ფაქტორის გათვალისწინებით ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდის მზადების სამედიცინო, სამეცნიერო-მეთოდური და კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებთან ადაპტაციის უზრუნველყოფის შესახებ.
6. პიარი და მარკეტინგი ქართულ ოლიმპიურ მოძრაობაში.
7. სეოკ-ის კომისიების შემადგენლობათა დამტკიცების შესახებ.
8. სხვადასხვა.