ანონსი

01 ივნისი 2021

 

 

2 ივნისს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის

აღმასკომის 2021 წლის 2 ივნისის სხდომის

დღის წესრიგი 

1. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში (ტოკიო, 2021 წლის ივლისი-აგვისტო) საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ (მზადების სპორტული და ორგანიზაციულ-ტექნიკური მიმართულებები). 

 2. ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (პეკინი, 2022 წ.) საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებ. 

 3. სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის 2021-2024 წლების პროგრამების პრეზენტაციის შესახებ. 

 4. სხვადასხვა. 

 აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ასევე გაიმართება საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის  სააღლუმე სამოსის და სპორტული ეკიპირების პრეზენტაცია. 

 

 

საკონტაქტო პირი: თეონა ომანაძე

ტელ: 599 58 00 01