სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

08 ივნისი 2021

 

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიურ აკადემიასთან ერთად კვლავ აქტიურადაა ჩართული სპორტის ადმინისტრატორების, მწვრთნელების, სტუდენტებისა და მოხალისეების ტრენინგებში ოლიმპიური მოძრაობის მრავალფეროვან თემატიკაზე.

ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაახლა სპორტის ადმინისტრატორთა სახელმძღვანელო, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა თანამედროვე სპორტული და ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებზე. 

2021 წლის 24 ივნისს სეოკ-ი ეროვნულ ოლიმპიურ აკადემიასთან (პრეზიდენტი ლელა აფციაური) ერთად უმასპინძლებს სპორტის ადმინისტრატორთა სემინარს.

აღნიშნულმა სემინარმა დიდი ყურადღება მიიპყრო, როგორც სპორტის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების და ადმინისტრატორების, ასევე საქართველოს სპორტული საზოგადოების, ეროვნული ფედერაციების, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და სხვა სპორტული ორგანიზაციების მხრიდან.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარის მონაწილეებს ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ სეოკ-ის სპორტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები. განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: ოლიმპიური მოძრაობა, სპორტული ორგანიზაციების მმართველობა, სპორტული მედიცინა, სპორტსმენთა კვება, ადამიანური რესურსები და სხვა.

სემინარის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა  სერტიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 18 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ  თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ( სახელი, გვარი, ორგანიზაციის დასახელება, პოზიცია, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი)  შემდეგ ელ-ფოსტაზე - teo.geonoc@gmail.com

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით - ტელ: 599 58 00 01