ანონსი
17 ივნისი 2021
18 ივნისს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სასკოლო პროექტის - „ოლიმპიზმი სკოლებში" დასკვნითი ღონისძიება.
სასკოლო პროექტი - „ოლიმპიზმი სკოლებში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის პარტნიორია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.
პროექტი გულისხმობს ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით მოსწავლეებში ოლიმპიზმისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დამკვიდრებას.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან 11 რეგიონიდან ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებულები (I-II-III ადგილები) და კოორდინატორები.
ასევე, გამარჯვებულ რეგიონს გადაეცემა გარდამავალი თასი.