ანონსი

22 ივნისი 2021

 

 

23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, ოლიმპიურ პარკში (ახალი თბილისი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) სეოკ-ის  აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით აწყობს ოლიმპიურ გარბენს სასკოლო ასაკის ბავშვთა შორის.

გარბენი ჩატარდება 2 ჯგუფად (ბიჭები და გოგონები).

საუკეთესო სამეულს დაკავებული ადგილის მიხედვით გადაეცემა შესაბამისი ხარისხის მედლები და სერტიფიკატები. პირველს ადგილზე გასულს თასი.

გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 100-120 ბავშვი თბილისის დევნილთა, როგორც კომპაქტური დასახლებაში მცხოვრები, ასევე  აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სკოლების წარმომადგენელი ბავშვებიც.

გარბენის დასაწყისი - 10:00 საათი.

 

ასევე 23 ივნისს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა ღონისძიება : 

● ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე ხელს მოაწერენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები.

● დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  დაჯილდოვდებიან  ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები.