ანონსი
05 ივლისი 2021
10 ივლისს, 11 საათზე ოლიმპიურ პარკში (ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციის ფიცის დადების და გაცილების ცერემონია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.
ღონისძიებას დაესწრებიან ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ხანგრძლივობა - ერთი საათი.
მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ აკრედიტაციისთვის მომწერეთ შემდეგი ინფორმაცია - მედია ორგანიზაციის სახელწოდება, სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ნომერი ელექტრონული ფოსტის მისამართზე - teo.geonoc@gmail.com
აკრედიტაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 ივლისი.
საკონტაქტო ნომერი - 599 58 00 01