ანონსი
16 ივლისი 2021
17 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი 30-კაციანი ჯგუფი - ტყვიის მსროლელები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სამედიცინო პერსონალი.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები გეგმა-გრაფიკის მიხედვით თამაშებზე ეტაპობრივად გაემგზავრებიან.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.
ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელია სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებს 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
17 ივლისს საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნებიან 19:00 საათიდან.