ანონსი
18 ოქტომბერი 2021
19 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
აღმასკომის 2021 წლის 19 ოქტომბრის სხდომის
დღის წესრიგი
1. ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე (ტოკიო, 2021 წლის 23 ივლისი - 8 აგვისტო) საქართველოს სპორტსმენების შედეგების შესახებ.
2. ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (პეკინი, 2022 წლის თებერვალი) მზადების მიმდინარეობის შესახებ.
3. ევროპული თამაშების პროგრამისა და მასში მონაწილეობის კონცეფციის შესახებ.
4. ოლიმპიური მოძრაობის ხელშემწყობი ფონდის შექმნისა და სათამაშო ბიზნესიდან, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვიდან, ლატარიის გათამაშებიდან თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინაშე წარსადგენ წინადადებათა პაკეტის შესახებ.
5. ოლიმპიური სოლიდარობის 2021-2024 წლების პროგრამების პრეზენტაციის შესახებ.
6. სეოკ-ის საანგარიშო სესიის მოწვევის შესახებ.
7. სხვადასხვა.