ანონსი

03 ნოემბერი 2021

 

 

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

19 ნოემბერს, 11:00 საათზე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროში ( დიმიტრი უზნაძის ქუჩა N 68) , საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინასებით, ოლიმპიური აკადემიის, სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარის მონაწილეებს ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ სეოკ-ის სპორტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები. სემინარის პერიოდში განიხილავენ სპორტული ორგანიზაციების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს,  რომლებიც ადმინისტრატორებს, მენეჯერებსა და მწვრთნელებს აუმაღლებს ცოდნას მათი შესაბამისი ორგანიზაციების ეფექტური მართვისა და წარმატებული საქმიანობისთვის. 

სპორტის ადმინისტრატორთა სახელმძღვანელო, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მომზადდა თარგმნილია სეოკ-ის მიერ და იგი ამომწურავ ინფორმაციას იძლევა თანამედროვე სპორტული და ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვან საკითხებზე. 

სემინარის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა  სერტიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.

 სპორტის ადმინისტრატორთა სემინარში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, 10 ნოემბრამდე გამოგვიგზავნოთ  თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ( სახელი, გვარი, ორგანიზაციის დასახელება, პოზიცია, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი)  შემდეგ ელ-ფოსტაზე - info@geonoc.org.ge

 ეპიდემიოლიგიური ვითარებიდან გამომდინარე  სემინარზე ერთი ორგანიზაციიდან დაიშვება ერთი წარმომადგენელი.