ანონსი
20 დეკემბერი 2021
24 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში"
(თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.
რეგისტრაცია - 11:00 საათიდან.
სესიის დამთავრებისთანავე 13:00 საათზე გაიმართება სეოკ-ის ვერსიით 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი.
სასტუმროში სეოკ-ის წევრთა, მოწვეულ სტუმართა და მედიის წარმომადგენელთა დაშვება მოხდება კოვიდ-რეგულაციების (კოვიდგადატანილის შესაბამისი კოდის წარდგენა, ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი PCR ტესტის ან 24-საათიანი სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი) სრული დაცვით.