ანონსი
31 მაისი 2022
1 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უმასპინძლებს საქართველოს კრივის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს. როგორც მოგეხსენებათ ჩვენმა მოკრივეთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით ისტორიულ შედეგს მიაღწია.