სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

03 ივნისი 2022

 

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წინა წლების მსგავსად ოლიმპიურ აკადემიასთან ერთად აქტიურადაა ჩართული სპორტის ადმინისტრატორების, მწვრთნელების, სტუდენტებისა და მოხალისეების ტრენინგებში ოლიმპიური მოძრაობის მრავალფეროვან თემატიკაზე.

არსებული პრაქტიკის გათვალისწინებითა და სოკ-ის რეკომენდაციით სეოკ-ი ეროვნულ ოლიმპიურ აკადემიასთან (პრეზიდენტი ლელა აფციაური) ერთად 2022 წლის 17 ივნისს, პარასკევს ოლიმპიური კომიტეტში უმასპინძლებს სპორტის ადმინისტრატორთა სემინარს.

ოლიმპიური და სპორტული თემატიკის საკითხებით დატვირთული სემინარები დიდი ინტერესითა და ყურადღებით სარგებლობს როგორც სპორტის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების და ადმინისტრატორების, ასევე საქართველოს სპორტული საზოგადოების, ეროვნული ფედერაციების, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და სხვა სპორტული ორგანიზაციების მხრიდან.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარის მონაწილეებს ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ სეოკ-ის სპორტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები. განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: ოლიმპიური მოძრაობა, სპორტული ორგანიზაციების მმართველობა, გენდერული ბალანსი, სპორტული მედიცინა, ადამიანური რესურსები და სხვა.

 აღსანიშნავია ისიც, რომ სემინარში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ არა მარტო სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, არამედ მენეჯერებს, რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციებიდან.

 მონაწილეებს გადაეცემათ სოკ-ის სერტიფიკატები პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.

 სპორტის ადმინისტრატორთა სემინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ 14 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ორგანიზაციის დასახელება, პოზიცია, ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი) სეოკ- ის ელ-ფოსტაზე info@geonoc.org.ge .