ანონსი
06 ივნისი 2022
30 წლის წინ, 1992 წლის 5 ივნისს ოლიმპიაში აღიმართა სახელოვანი ქართველი სკულპტორის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი ქანდაკება - „მშვიდობის ჩირაღდანი," რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს და საბერძნეთის კულტურულ ურთიერთობაში.
სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამშაბათს, 7 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) მოეწყობა შეხვედრა ქანდაკების ავტორთან -გიორგი შხვაცაბაიასთან და იმ ამბების სხვა მონაწილეებთან.