ანონსი
09 ივნისი 2022
10 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უმასპინძლებს საქართველოს ბატუტზე მხტომელთა და სპორტული აკრობატიკის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს.
როგორც მოგეხსენებათ ჩვენმა ბატუტზე მხტომელებმა და აკრობატებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწიეს და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 18 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.