ანონსი
21 ივლისი 2022
22 ივლისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
ევროპის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი, ბანსკა-ბისტრიცა 24-30 ივლისს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) 28 სპორტსმენი იასპარეზებს.