ანონსი

07 სექტემბერი 2022

 

 

8 სექტემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის ხელმძღვანელები უმასპინძლებენ საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებ გუნდს, რომელმაც საუკეთესო შედეგი აჩვენა საერთაშორისო სარბიელზე. 

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ქვიშის მოჭიდავეთა  ნაკრებმა მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო სერიის ყველა ეტაპზე წარმატებით იასპარეზა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა,  გუნდური  ჩათვლაში  კი პირველი ადგილი დაიკავა.