ანონსი

13 სექტემბერი 2022

 

 

23 სექტემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) ჩატარდება სპორტსმენთა ფორუმი და საინფორმაციო სემინარი.

ფორუმზე განხილული იქნება აქტუალური საკითხები - ოლიმპიური თამაშების, ოლიმპიური სისტემის ფორმირების, სუფთა სპორტის, სპორტსმენთა უფლება-მოვალეობების, ასევე მაღალი მიღწევების სპორტსმენთა პოსტ-კარიერული პრობლემატიკის შესახებ.

სპორტსმენთა ფორუმზე სპორტის ერთი სახეობიდან შესაძლებელია დაესწროს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 3 სპორტსმენი. დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ  20 სექტემბრამდე  მოგვწეროთ შემდეგი ინფორმაცია - სპორტსმენის სახელი, გვარი, სპორტის სახეობა, ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი  სეოკ-ის ელ.ფოსტაზე   - info@geonoc.org.ge