ანონსი
22 სექტემბერი 2022
23 სექტემბერს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის ინიციატივით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით ჩატარდება სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო/საინფორმაციო სემინარი, რომელსაც დაესწრებიან სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიის წევრები და საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან.
ფორუმზე განხილული იქნება აქტუალური საკითხები - ოლიმპიური თამაშების, ოლიმპიური სისტემის ფორმირების, სუფთა სპორტის, სპორტსმენთა უფლება-მოვალეობების, ასევე სპორტსმენთა პოსტ-კარიერული პრობლემატიკის შესახებ.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სეოკ-ის ხელმძღვანელები.
ფორუმი დაიწყება 10:00 საათზე და დასრულდება 14:00 საათზე.