მედია-აკრედიტაცია 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის
11 ოქტომბერი 2022
მედია-აკრედიტაცია 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იწყებს პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედია-აკრედიტაცის მსურველთა წინასწარი განაცხადების მიღებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კვოტის ფარგლებში ( 5 ჟურნალისტი, 2 ფოტოგრაფი).
გთხოვთ, ელ-ფოსტაზე - info@geonoc.org.ge
მოგვაწოდოთ შესაბამისი მედია ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საფოსტო კოდი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჟურნალისტის მივლინებაზე. სააკრედიტაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 10 თებერვალი.
სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანიებისთვის ENR-აკრედიტაციის განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება IOC-ის ვებ-გვერდზე (www.olympics.com/ioc/accred2024) 2023 წლის 26 იანვრიდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 მარტი.
ENR აკრედიტაციის პროცესს უშუალოდ სოკ-ი მართავს და ნებისმიერი შეკითხვისთვის შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: media.operations@olympic.org
აკრედიტებული ჟურნალისტის მივლინების დაფინანსებას უზრუნველყოფს მიმვლინებელი მედია-ორგანიზაცია.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით სეოკ-ის საინფორმაციო სამსახურს. ტელ: 2 51 00 57; 599 58 00 01