ანონსი
16 ნოემბერი 2022
17 ნოემბერს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
აღმასკომის 2022 წლის 17 ნოემბრის სხდომის
დღის წესრიგი
1. ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში (სლოვაკეთი, ბანსკა-ბისტრიცა, ივნისი, 2022წ.) ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის შედეგებისა და ქვეყანაში ახალგაზრდული სპორტის განვითარების საქმეში თბილისი-2015 მემკვიდრეობისა და გამოცდილების გამოყენების ეფექტურობის შესახებ.
2. 2025 წელს ბაკურიანში ჩასატარებელი ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ.
3. III ევროპული თამაშებისთვის საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მზადებისა და მასში მონაწილეობის გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. სეოკ-ის საანგარიშო სესიის მოწვევის შესახებ.
5. სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სეოკ-ის აღმასკომის უფლებამოსილების ფარგლებში საანგარიშო სესიაზე წარსადგენი სეოკ-ის სუბიექტთა და პერსონალურ პირთა განსზღვრის შესახებ.
6. სხვადასხვა.