ანონსი
07 დეკემბერი 2022
8 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება წიგნის - ,, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები" პრეზენტაცია.
ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენთა დებიუტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოსცა ორტომეული ,, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები", სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის რედაქტორობით, რომელიც არის 2011 წელს გამოცემული 33-წიგნიანი სერიის გადამუშავებული, ახალი ნარკვევებით შევსებული და ორ ტომად შეკრული კრებული ჩვენს დიდ ჩემპიონებზე.