ანონსი

16 დეკემბერი 2022

 

 

21 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში" (ილია ჭავჭავაძის გამზირი 37 მ) ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.

რეგისტრაცია დაიწყება 11 საათიდან.

სესიის დასრულების შემდეგ 13:30 საათზე გაიმართება 2022 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი.