ანონსი
17 იანვარი 2023
18 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია 21-28 იანვარს უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) 8 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.