მედია-აკრედიტაცია მესამე ევროპული თამაშებისთვის

08 თებერვალი 2023

 

 

მედია-აკრედიტაცია მესამე ევროპული თამაშებისთვის

(კრაკოვი-მალოპოლსკა, პოლონეთი. 21 ივნისი - 2 ივლისი, 2023 წელი)

გამოცხადდა მესამე ევროპულ თამაშებზე მედია აკრედიტაციის მსურველთა  განაცხადების მიღება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იწყებს  წინასწარი განაცხადების მიღებას  ევროპის ოლიმპიური კომიტეტების  მიერ გამოყოფილი კვოტის ფარგლებში (15 ჟურნალისტი, 10 ფოტოგრაფი).

აკრედიტაციის მსურველებს გთხოვთ, ელ-ფოსტაზე - info@geonoc.org.ge

მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მედია ორგანიზაციის დასახელება,  რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჟურნალისტის მივლინებაზე.

აკრედიტებული ჟურნალისტის მივლინების დაფინანსებას უზრუნველყოფს მიმვლინებელი მედია-ორგანიზაცია.

სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანიებმა  ENR-აკრედიტაციის განაცხადთან დაკავშირებით მიმართეთ სეოკ-ის საინფორმაციო სამსახურს. ტელ: 2 51 00 57;  599 58 00 01

სააკრედიტაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15  მარტი.