ანონსი

28 თებერვალი 2023

 

 

2 მარტს, 12:00 საათზე ქალაქ თბილისში სასტუმრო ,,ბილტმორში" ხელი მოეწერება ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (ბაკურიანი - 2025) ორგანიზატორი ქალაქის ხელშეკრულებას" EOC-ის ქარტიის შესაბამისად.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ: ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წელს უმასპინძლებს.