ანონსი
07 მარტი 2023
7 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) ჩატარდება სეოკ-ის სპორტსმენთა ფორუმი და საგანმანათლებლო-საინფორმაციო სემინარი.
სემინარზე განხილული იქნება სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის აქტუალური საკითხები, კერძოდ სოკ-ის სპორტსმენი 365 ონლაინ პლატფორმის 2023 წლის განახლებული რესურსები და სხვადასხვა თემატიკა. მონაწილეები გაეცნობიან საინტერესო მასალას ოლიმპიური სისტემის, ანტიდოპინგური, სპორტსმენთა უფლება-მოვალეობების, გენდერული თანასწორობის, ასევე მაღალი მიღწევების სპორტსმენთა პოსტ-კარიერული პრობლემატიკის შესახებ.
სპორტსმენთა ფორუმს სპორტის ერთი სახეობიდან შესაძლებელია დაესწროს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრი 3 სპორტსმენი.
დასწრების მსურველებს გთხოვთ 20 მარტამდე სეოკ-ის ელ-ფოსტის მისამართზე info@geonoc.org.ge მოგვწეროთ შემდეგი ინფორმაცია: სპორტსმენის სახელი, გვარი, სპორტის სახეობა, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი.
სპორტსმენთა ფორუმის და საგანმანათლებლო- საინფორმაციო სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ სეოკ-ის სერტიფიკატები.