ანონსი
29 მარტი 2023
31 მარტს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
აღმასკომის 2023 წლის 31 მარტის სხდომის
დღის წესრიგი
1. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (21-27 იანვარი, 2023 წ.) საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის შესახებ.
2. III ევროპული თამაშებისთვის (კრაკოვი, 21 ივნისი - 2 ივლისი, 2023 წ.)
საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობისა და თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ - ტექნიკური საკითხების შესახებ.
3. ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ( 23-29 ივლისი, მარიბორი, სლოვენია) ქართველ სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებ.
4. ,,ბაკურიანი 2025" -ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცია.
5. სეოკ-ის სამეგერელოს რეგიონის ოლიმპიური კომიტეტი ,,ოლიმპის" შესახებ.
6. სხვადასხვა.