მედია-აკრედიტაცია მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშებისთვის
16 მაისი 2023
2023 წლის 5-12 აგვისტოს ბალი (ინდონეზია) უმასპინძლებს მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშებს (https://www.anocworldbeachgames.com/) , რომელიც გაიმართება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC ) ეგიდით.
დაინტერესების შემთხვევაში მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, ელ-ფოსტაზე - info@geonoc.org.ge მოგვაწოდოთ შესაბამისი მედია ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საფოსტო კოდი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჟურნალისტის მივლინებაზე. სააკრედიტაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მაისი.
აკრედიტებული ჟურნალისტის მივლინების დაფინანსებას უზრუნველყოფს მიმვლინებელი მედია-ორგანიზაცია.