ანონსი
15 ივნისი 2023
16 ივნისს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია მესამე ევროპულ თამაშებზე.
ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. რიგით მესამე თამაშებს კი 2023 წლის 21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით პოლონეთი უმასპინძლებს.
საქართველოდან მესამე ევროპულ თამაშებზე სპორტის 16 სახეობაში იასპარეზებს 99 სპორტსმენი.