ანონსი

03 ივლისი 2023

 

 

სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის ხელმძღვანელობით პოლონეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონი ლუკა შონია (კიკბოქსინგი), ვერცხლის პრიზიორი ლაშა გურული (კრივი) და ბრინჯაოს მედალოსანი ზურაბ ივანიაძე (კიკბოქსინგი).


ოლიმპიური დელეგაციის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნებიან 4 ივლისს, 04:25 საათზე.


საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ პოლონეთში, მესამე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა 9 მედლით ( 4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) დაასრულა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-19 ადგილი დაიკავა.


,,კრაკოვი-მალოპოლსკა 2023-ის" ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და მოკრივე ლაშა გურულმა.