ანონსი
16 ოქტომბერი 2023
17 ოქტომბერს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
აღმასკომის 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომის
დღის წესრიგი
1. საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოსა და საქართველოს ოლიმპიური გუნდის სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელობის ინფორმაცია უკანასკნელ პერიოდში ქართულ სპორტში აკრძალულ პრეპარატთა გამოყენების დაფიქსირებულ შემთხვევათა და დოპინგთან ბრძოლის მდგომარეობის შესახებ.
(პ.კასრაძე, თ.უკლება, ზ.კახაბრიშვილი)
2. III ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლების შედეგების შესახებ.
(გ.ესაკია, ე.ზენაიშვილი, ნ. სალუქვაძე, ლ.ხაბელოვი)
3. ევროპის ახალგაზრდობის ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალზე ჭაბუკ ქართველ სპორტსმენთა გამოსვლის შედეგების შესახებ.
(გ.ესაკია, ე.ზენაიშვილი, ნ.სალუქვაძე, ლ.ხაბელოვი)
4. ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის (2024 წლის 19 იანვარი - 1 თებერვალი, განგვონი, სამხრეთ კორეა) მზადების მიმდინარეობის შესახებ.
(მ.ხაბარელი, ლ.ხაბელოვი)
5. ბაკურიანი-2025-ის საორგანიზაციო კომიტეტის ანგარიშის შესახებ.
(მ.ხაბარელი, ლ.ხაბელოვი)
6. სეოკ-ის საანგარიშო სესიის მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ.
(ე.ზენაიშვილი, ლ.ხაბელოვი)
7. სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სეოკ-ის აღმასკომის უფლებამოსილების ფარგლებში საანგარიშო სესიაზე წარსადგენი სეოკ-ის სუბიექტთა და პერსონალურ პირთა განსაზღვრის შესახებ.
(ე.ზენაიშვილი, ლ.ხაბელოვი)
8. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.
(ლ.ხაბელოვი, ე.ბერიშვილი)
8. სხვადასხვა.