მედია - აკრედიტაცია 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის (6-22 თებერვალი, იტალია, მილანი -კორტინა 2026)
19 სექტემბერი 2024
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იწყებს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედია-აკრედიტაციის მსურველთა წინასწარი განაცხადების მიღებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კვოტის ფარგლებში ( ფოტოგრაფებისთვის და ჟურნალესტებისთვის გამოყოფილია 1 ფოტო და 1 ჟურნალისტის აკრედიტაცია). ასევე, სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანიებისთვის ENR-აკრედიტაციის განაცხადისთვის დაინტერესებულმა მედია ორგანიზაციებმა გთხოვთ, ელ-ფოსტაზე info@geonoc.org.ge მოგვაწოდოთ შესაბამისი მედია ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია (სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საფოსტო კოდი), რომელიც პასუხისმგებელი იქნება მედიის წარმომადგენელის მივლინებაზე.
სააკრედიტაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 4 ოქტომბერი.