მედია-აკრედიტაცია ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის
27 დეკემბერი 2024
მედია-აკრედიტაცია ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (9-16 თებერვალი, 2025 წელი. ბაკურიანი, თბილისი, ბათუმი)
2025 წლის 9-16 თებერვალს საქართველო (ბაკურიანი, თბილისი, ბათუმი) უმასპინძლებს ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 46 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი სპორტის 8 სახეობაში- https://gms.sporteurope.org/gms/public/formGeneric1Step.jsp?r=gLhAN9QOVaohd%2ByqxVtDrxVjcjn12RqMpm6quKp6TEqif4tAWLUnKw%3D%3D
ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ ფიგურული ციგურაობაში, სამთო თხილამურობაში და ბიატლონში.
საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს პირველად მასპინძლობს და ევროპის მასშტაბით გახდება მერვე ქვეყანა, რომელიც ევროპის ზამთრის და ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მასპინძელი იქნება.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედია-აკრედიტაციის მსურველებს შეგიძლიათ აკრედიტაცია გაიაროთ სასურველი კატეგორიის მიხედვით შემდეგ ბმულზე:
ჟურნალისტის აკრედიტაცია ( E-Press ) - https://gms.sporteurope.org/gms/public/formGeneric1Step.jsp...
ფოტო აკრედიტაცია ( EP - photoghraper) - http://gms.sporteurope.org/gms/public/formGeneric.jsp...
სატელევიზიო აკრედიტაციები:Non-Rights Holder- https://gms.sporteurope.org/gms/public/formGeneric1Step.jsp...
Rights Holder - https://gms.sporteurope.org/gms/public/formGeneric1Step.jsp...
სააკრედიტაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 27 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ,,ბაკურიანი 2025"-ის საორგანიზაციო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს - media@eyof2025.ge, 595556065 - თეა რუხაია, 599 81 70 70 - ნია დარბაისელი.