ანონსი

17 მარტი 2026

 

 

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

3 აპრილს, ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11)  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ოლიმპიური აკადემიის ორგანიზებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდება  სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი.

სემინარში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სპორტული  უწყებების და ფედერაციების წარმომადგენლებს, მწვრთნელებს, სპორტის ადმინისტრატორებს, სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს. 

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ განახლებული ინფორმაციები და გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას.

სემინარის ფარგლებში სეოკ-ის ხელმძღვანელები, სპორტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები ისაუბრებენ სპორტის და ოლიმპიზმის აქტუალურ საკითხებზე. 

სემინარის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები.

დასწრების მსურველებს გთხოვთ, 24 მარტამდე გამოგვიგზავნოთ საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ორგანიზაცია, პოზიცია, ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი) შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@geonoc.org.ge