ნინო სალუქვაძე

ტყვიის სროლაში XXIV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1988, სეული) და ვერცხლის პრიზიორი, XXIX ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, რომელიც შვიდ ოლიმპიადაში მონაწილეობდა და სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელია. მსოფლიოს ჩემპიონი პირად პირველობაში (1989) და ექვსგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1986-87, 89-90 _ სპორტული + პნევმატური, 91), მეორე (2002) და მესამე (1986) პრიზიორი პირად შეჯიბრებაში. მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი (1989-2010). მსოფლიოს 11-გზის რეკორდსმენი, ევროპის ხუთგზის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1989-90, 93), ორგზის მეორე (2005) და ორგზის მესამე (1999, 2003) პრიზიორი. საქართველოს ტყვიის სროლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.