ელგუჯა ბერიშვილი

მუშაობდა გაზეთების - "ლელოს," "საქართველოს რესპუბლიკის," "სარბიელის" რედაქციებში, რადიო "თავისუფლებაში." 1991-2012 წლებში იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, 1996 წლიდან - სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) კოორდინატორი. აკრედიტებული იყო 8 ოლიმპიურ თამაშებზე, დელეგატის სტატუსით მონაწილეობდა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) 15 კონგრესში. 1997 წელს აირჩიეს AIPS-ის ევროპის კომისიის წევრად. 1999 წელს თავმჯდომარეობდა სარეფერენდუმო კომიტეტს, რომელმაც გამოავლინა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები, გუნდები, მწვრთნელები და სპორტის მოღვაწეები. ავტორია წიგნებისა" _ "დიდი ბურთაობა," "ფალავანთფალავანი," "გივი კარტოზია," "რომან რურუა," "ზურაბ ზვიადაური." არის "ოლიმპიური ენციკლოპედიის," "სპორტის ენციკლოპედიის," "ქართული სპორტის ფოტოისტორის," 34-წიგნიანი სერიის ("ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები"), "ქართული სპორტის ოქროს წიგნის" პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი. ღირსების ორდენის კავალერი.