ემზარ ზენაიშვილი

1986-91 წლებში მუშაობდა სპორტსაზოგადოება "შევარდენის" თავმჯდომარის მოადგილედ და თავმჯდომარედ. შედიოდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელთა საინიციატივო ჯგუფში. სეოკ-ის გენერალური მდივანი 1991-2008 წლებში. 1997 წლიდან - ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორი კომისიის წევრი. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს ჩოგბურთის, ხელბურთის, ჭადრაკის, ფეხბურთის ფედერაციების, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოებში. როგორც საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მივლინებული იყო ზაფხულის 6 და ზამთრის 5  ოლიმპიურ თამაშებზე, სოკის სესიებსა და კონგრესებზე. სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, რამდენიმე წიგნის ავტორი და რედაქტორი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ღირსების ორდენების კავალერი.