ლერი ხაბელოვი

თავისუფალ ჭიდაობაში XXV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1992, ბარსელონა), XXIV ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი (1988, სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1985, 87, 90, 91, 93) და მესამე პრიზიორი (1995), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1985, 87, 88, 92), მსოფლიოს თასის მფლობელი (1991), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1985, 87, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986). 1998-2004 წლებში იყო საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2007 წლებში-  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.საქართველოს ოლიმპიური დელეგაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.  ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსებისა ბრწყინვალების საპრეზიდენტო  ორდენების კავალერი. 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია.