ერთი ჩემპიონის ისტორია

ერთი ჩემპიონის ისტორია-ასე ჰქვია 34 ვიდეოფილმს, რომელიც სეოკ-ის დაკვეთით მოამზადა ცნობილმა ქართველმა ტელეჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ. თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონზე მოძიებული ოლიმპიური და სპორტული კარიერის უნიკალური ვიდეო და ფიოტომასალა, ინტერვიუ ფილმის გმირთან, კოლეგებისა და სპეციალისტების ნაამბობი და მრავალი სხვა მასალაა შესული ვიდეოსერიალში.

ვიდეოფიოლმები გამოყენებული იქნება ოლიმპიზმის იდეების პოპულარიზაციისთვის ახალგაზრდობაში, განსაკუთრებით კი მოსწავლეებში. ახალი თაობის სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ჩაბმის და სპორტის მასობრიობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის.

საქართველოს ოლიმპიური მუზეუმის მეშვეობით ვიდეოფილმები ოლიმპიურ ჩემპიონებზე ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.