ახალი ამბები

30 სექტემბერი 2011

ქართველი მოკრივეები ბაქოში ყოჩაღობენ

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება ქართველი მოკრივეები ჯერ-ჯერობით წარმატებით ასპარეზობენ. შეგახსენებთ, რომ ბაქოს რინგზე 127 ქვეყნის 700-მდე მოკრივემ მოიყარა თავი, საქართველოს ნაკრები კი ბედს 10 წონით კატეგორიაში ცდის.

23 სექტემბერი 2011

სტამბოლის შედეგები ოლიმპიურ კომიტეტში შეჯამდა

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახლადგახსნილ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ სტამბოლში დასრულებულ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების შეჯამებას ეძღვნებოდა.

20 სექტემბერი 2011

ოლიმპიურმა კომიტეტმა ბინა მაჩაბლის ქუჩაზე დაიდო

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში, მაჩაბლის ქუჩაზე დაიდო ბინა. მის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ქართულ სპორტსა და პოლიტიკაში მოღვაწე ცნობილი სახეები, ოლიმპიური ჩემპიონები, საქართველოში ვიზიტად მყოფი მონაკოს პრინცი და ამავე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალბერ მეორე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური მდივანი რაფაელ პაგნოცი, ამავე ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროსი როსანა სილფეტი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი. სტუმრებმა ახალი ოფისი დაათვალიერეს და საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გაემართნენ.

19 სექტემბერი 2011

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისის გახსნას მონაკოს პრინცი დაესწრება

დღეს 19 სექტემბერს 19:00 საათზე მაჩაბლის ქუჩა #11-ში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ოლიმპიური მუზეუმისა და ,,თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიალი.

16 სექტემბერი 2011

მანუჩარ ცხადაიას ვერცხლის მედალი და ოლიმპიური ლიცენზია

სტამბოლში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობა უკვე დაასრულეს და ოდენ ერთ ვერცხლის მედალს გამორჩნენ.

31 აგვისტო 2011

საქართველომ ბელგია გაანადგურა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი და ჩინებული გამარჯვება მოიპოვა - 81:59. ჩვენების მეტოქე ბელგია იყო, გუნდი რომელმაც შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ორჯერ მოუგო, ახლა კი სრულფასოვანი რევანში შედგა.

29 აგვისტო 2011

ირაკლი ცირეკიძის პარიზული ოქრო

ახლახანს საფრანგეთის დედაქალაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთი ბრინჯაოს ედლის ამარა დარჩა.

14 აგვისტო 2011

ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტ ბექა ღვინიაშვილს ტრიუმფალური სეზონი აქვს. მან წელისაქართველოს პირველობაზე მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, რასაც ევროპის ჩემპიონატისოქროს მედალი მოაყოლა, მერე ორ საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა, ხოლო ივლისის მიწურულსოლიმპიური ფესტივალიდანაც ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. 

02 აგვისტო 2011

ორი ქალბატონის იუბილე

სეოკ-ის ოფისში ოლიმპიურ ჩემპიონთა სტუმრობა ყოველთვის არის, მაგრამ დღეს მათი სიმრავლე განსაკუთრებით შეინიშნებოდა. მიზეზიც ხომ ისეთის უკეთესს, რომ ვერ ინატრებ.