ახალი ამბები

13 ივლისი 2020

IOC-ის შტაბ-ბინას პრესტიჟული ევროპული ჯილდო გადაეცა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს (IOC) ეკოლოგიური მშენებლობის სფეროში ლიდერობისთვის ევროპული ჯილდო გადაეცა. ექსპერტებმა ლოზანაში აგებული IOC-ის ახალი შტაბ-ბინა ერთხმად გამოარჩიეს

13 ივლისი 2020

თომას ბახი: „ჩვენ აქ თამაშების ორგანიზებისთვის ვართ და არა მისი გაუქმებისთვის"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის თქმით, იოლი იქნებოდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმება, ვიდრე მისი მომავალი წლისთვის გადავადება, მაგრამ ჩვენ სწორი გზა ავირჩიეთ

12 ივლისი 2020

ბეისბოლის და სოფტბოლის კონფედერაციამ ბინა ლოზანაში დაიდო

ლოზანის გარეუბანში ბეისბოლის და სოფტბოლის კონფედერაციის (WBSC) შტაბ-ბინა გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი

12 ივლისი 2020

ვუოკატი-2021-მა ახალგაზრდა ელჩების პროგრამა აამოქმედა

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) 2021 წლის ევროპის ზამთრის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის ამოქმედებას შეუდგა. კანდიდატთა მიღება უკვე დაიწყო და ზუსტად ერთ თვეს გაგრძელდება

11 ივლისი 2020

იაპონია ოლიმპიური თამაშების მონაწილეებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავს

იაპონიის მთავრობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პერიოდში კორონავირუსის პანდემიის ნაწილობრივ  დასრულების შემთხვევაშიც განიხილავს ათლეტებისთვის და სტუმრებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს

10 ივლისი 2020

ტოკიო-2020 გადავადებული თამაშების ბილეთებს მოთხოვნისამებრ დააბრუნებს

ტოკიო-2020-ის ცნობით, COVID-19-ის პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადავადებული ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებზე დასასწრები ბილეთების საფასური მოთხოვნისამებრ დაუბრუნდებათ მათ, ვისაც თამაშებზე დასწრება არ შეეძლებათ

10 ივლისი 2020

IOC-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა კორონავირუსის ჭრილში პარიზი-2024-ის სამზადისზე იმსჯელეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეს სასახლეში განიხილეს მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსის კრიზისის გავლენა, დაგეგმილი ბიუჯეტის დაცვით  პოსტპანდემიურ მსოფლიოში ოლიმპიური თამაშების ადაპტირების პროექტი. ასევე ისაუბრეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სამზადისზე

08 ივლისი 2020

გაერომ ოლიმპიური ზავის თარიღი დაადგინა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებთან დაკავშირებით, ოლიმპიური ზავი იმოქმედებს 2021 წლის 16 ივლისიდან 12 სექტემბრამდე. ოლიმპიური ზავის ახალი თარიღის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც თამაშები ერთი წლით გადავადდა და ახალი განრიგის მიხედვით, გაისად 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს

07 ივლისი 2020

მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 2020 წლის დეკემბერში ბელგრადში გაიმართება

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) აღმასრულებელმა კომიტეტმა ცვლილებები შეიტანა საერთაშორისო კალენდარში. მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე დაგეგმილი ყველა შეჯბრება გაუქმებულია. 2020 წლის მთავარი სტარტი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომელიც 12-20 დეკემბერს ბელგრადში უნდა გაიმართოს

01 ივლისი 2020

სეოკ-ის სამძიმარი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი სპორტული ჟურნალისტის ავთანდილ გურასაშვილისგარდაცვალების გამო. ის იყო უაღრესად ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედი, თავისი საქმის ნამდვილი ოსტატი, იშვიათი პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული პიროვნება