ახალი ამბები

01 ნოემბერი 2011

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ჩატარდება ლონდონის XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონკურსი ,,სპორტი და ხელოვნება", რომლის მთავარი მიზანიცაა მსოფლიოში ოლიმპიური პრინციპებისა და ოლიმპიური ქარტიის იდეალების განმტკიცება.

01 ნოემბერი 2011

საერთაშორისო სემინარი და მწვრთნელთა კურსები მძლეოსნობაში

საერთაშორისო ოლიმპიური სოლიდარობისა და საქართვველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით, ასევე მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ხელშეწყობით თბილისში ,,სპორტის დედოფლად" წოდებული სახეობის 22-მა ქართველმა სპეციალისტმა საერთაშორისო მწვრთნელთა კურსებში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც თურქი ინსტრუქტორი მეჰმეთ კალე უძღვებოდა. სწავლებამ 10 დღეს გასტანა და გუშინ დასკვნითი გამოცდები ჩატარდა, რომელიც 13 მწვრთნელმა წარმატებით ჩააბარა და შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატიც გადაეცათ. 

24 ოქტომბერი 2011

სპორტი და ოლიმპიზმი ნოვაცია იმერეთიდან ბავშვებმა რომ ჩემპიონები იცნონ

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, ქუთაისის სპორტული სკოლების გაერთიანებასთან ერთად, ოლიმპიური მოძრაობის განვითარებისთვის ახორციელებს პროექტს ,,სპორტი და ოლიმპიზმი". პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სპორტულ სკოლებში გაერთიანებულ მოსწავლე-ახალგაზრდებში ოლიმპიური იდეების დამკვიდრებას, მოახდინოს ოლიმპიზმის როგორც სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ერთიანობის პოპულარიზაცია.

20 ოქტომბერი 2011

სემინარი თემაზე ოლიმპიური განათლება და სპორტის მენეჯმენტი

სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე ,,ოლიმპიური განათლება და სპორტის მენეჯმენტი". ამ მეტად საინტერესო კონფერენციის პროგრამაში რიგგარეშედ ასევე ჩართეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი ,,თბილისი 2015"-ისთვის მზადების საკითხიც.

20 ოქტომბერი 2011

თბილისი 2015-ის სამზადისი – ახალი ლოგო და ჰიმნი

დღეს თბილისის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მისი გენერალური დირექტორი არჩილ გეგენავა უძღვებოდა.

19 ოქტომბერი 2011

ვარლამ ლიპარტელიანის დიდი პრიზი

ძიუდოში აბუ დაბიში დასრულებულ დიდი პრიზის გათამაშებაში, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო და 56 ქვეყნის კიმონოისტები მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

10 ოქტომბერი 2011

ლევან ჟორჟოლიანის ოქრო

8-9 ოქტმბერს ბაქოში დასრულებულ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრები 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მხოლოდ ერთ მედალს გამორჩა. თავი ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) გამოიჩინა, რომელმაც ყველა მეტოქეს მოუგო და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. 

03 ოქტომბერი 2011

აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპინგური ორგანიზაცია თბილისში განთავსდება

საქართველოს დედაქალაქმა 20-22 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის ანტი-დოპუნგური ორგანიზაციის საბჭოს სხდომასა და აღნიშნულ თემაზე ტრეინინგს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირებმა: რობ კოხლერმა, განათლების, მეცნიერების და განვითარების პროგრამების დეპარტამენტის დირექტორმა.

30 სექტემბერი 2011

ქართველი მოკრივეები ბაქოში ყოჩაღობენ

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება ქართველი მოკრივეები ჯერ-ჯერობით წარმატებით ასპარეზობენ. შეგახსენებთ, რომ ბაქოს რინგზე 127 ქვეყნის 700-მდე მოკრივემ მოიყარა თავი, საქართველოს ნაკრები კი ბედს 10 წონით კატეგორიაში ცდის.

23 სექტემბერი 2011

სტამბოლის შედეგები ოლიმპიურ კომიტეტში შეჯამდა

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახლადგახსნილ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ სტამბოლში დასრულებულ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების შეჯამებას ეძღვნებოდა.